вторник, 6 апреля 2010 г.

"ვიმეტყველოთ გამართულად"




პროექტის სახელი: "ვიმეტყველოთ გამართულად"
პროექტის მოკლე აღწერა:ტექსტის შეძლებისდაგვარად ზედმიწევნით და შეუფერხებლად გადმოცემა მეტყველების დროს.
პროექტის აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ტექსტს, აძლევს წასაკითხად. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ტქსტის დასწავლა და თხრობიბით გადმოცემა. თხრობის დროს შინაარსის თანმიმდევრობის დასაცავად შეუძლიათ ტექსტის გეგმის გამოყენება.მოსწავლეები სწავლობენ მათთვის ახალ, უცხო სიტყვებს ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად. გამორჩეულად კარგი შედეგის მქონე მოსწავლეები ახდენენ ნასწავლი მასალის პრეზენტაციას.
მუშაობის ფორმა: წყვილებში და ჯგუგებში მუშაობა।



შეფასების კრიტერიუმები: მოსწავლეთა თვითშეფასება და ერთმანეთის შეფასება.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო,კლასგარეშე ლიტერატურა,კომპიუტერი, ინტერნეტი.
მოსწავლეთა ასაკი: მე–5 კლასი, 10–11 წლის მოსწავლეები.
პროექტის ხანგრზლივობა: 1 ტრიმესტრი. კვირაში 1 გაკვეთილი.
პროექტის აქტივობები: "პაუზებით კიტხვა", "რაფტის", "ჯექსოუს" სტრატეგიების გამოყენება გაკვეთილის "სამფაზიანი მოდელის" პრინციპით. (1)–პროვოცირება, 2)–დასწავლა, წვდომა, 3)– გააზრება–რეფლექსია.)
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, რომლის მეშვეობითაც ეტაპობრივად სრულყოფენ მეტყველებას, გამართავენ აზრს, მის თანმიმდევრობას ,დახვეწენ ლოგიკას।
ჩამოიყალიბებენ სწორი და გამართული მეტყველების უნარ–ჩვევას.
კავშირი სხვა საგნებთან: სხვა სასწავლო დისციპლინების სწავლების პროცესშიც გამოიყენება იგივე პროცედურა და სწავლება ხდება მაღალხარისხოვანი, სწორი და გამართული მეტყველების ხარჯზე.
სამუშაო ენა: ქართული.
სტანდარტი: აქტივობა ემორჩილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტების ძირითად პუნქტებს.
პროექტის ფასილიტატორი: ირმა პაპუაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა: ermonia62@gmail.com